რა იცოდა მან [სააკაშვილმა], რისთვის ჩამოდიოდა. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ხდება და გამოასწრო უკრაინიდან იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო და არეულობა მისი ხელშეწყობით შესაძლებელია გადაზრდილიყო მაგალითად იმაში, რასაც ჩვენ დღეს გავერიდეთ და არ დავუშვით - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე „მთავარი არხის“ კითხვის პასუხად.
მისი თქმით, სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ იცოდა და გრძნობდა, რომ ეს მომენტი დგებოდა, და ეს მომენტი დადგა.
„ის, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით თვეების განმავლობაში და სხვათა შორის თქვენი მედია საშუალებების მხრიდან ირონიული ღიმილიც ყოფილა ამასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს რაღაც შეთქმულების თეორიას ჰგავდა. დღეს ხომ დადასტურდა, მისივე წამოცდენით პროცესზე, რომ თქვა ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ ეს მომენტი დადგებოდა და ეს მომენტი დადგა. რა მომენტზე საუბრობს, რა იცოდით თქვენ და თქვენმა პარტიის ლიდერმა. რა იცოდა მან, რისთვის ჩამოდიოდა. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ხდება და გამოასწრო უკრაინიდან და იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო და არეულობა მისი ხელშეწყობით შესაძლებელია გადაზრდილიყო მაგალითად იმაში, რასაც ჩვენ დღეს გავერიდეთ და არ დავუშვით.
საქართველოში თქვენ პირდაპირ იბრძვით იმისათვის, რომ ომში ჩაერთოს ეს ქვეყანა. მიხეილ სააკაშვილის გარეშე ამ მიზანზე ვერ იმუშავებდით ხომ ასეა? ხომ იბრძვით რომ საქართველო ჩაერთოს ომში? ვერსია არის ის, რომ ამისათვის ჩამოვიდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მდგომარეობა დადგებოდა, რაც მან თქვა, ეს ვერსია მის მიერ დადასტურებულია. სასამართლო პროცესზე თქვა, ვიცოდი, ვგრძნობდი ეს მომენტი დგებოდა და ეს მომენტი დადგა და რადგან დადგა, თქვენი და მისი სურვილები უფრო სწორად მისი სურვილია და თქვენ აღასრულებთ ამას, რომ საქართველო იქნებ ჩაებას ომში. არ ერთვება ჩვენი ქვეყანა ომში, ჩვენი ქვეყანა არ დაუშვებს თავისი მოქალაქეების დახოცვას და არ დაუშვებს იმას, რომ ამ ქვეყანას მიადგეს გამოუსწორებელი და კატასტროფული ზიანი როგორც ეკონომიკური, ისევ რეალური და ა.შ.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია მისი მიზანი იყო და არის ის, რომ ეს ქვეყანა ჩაერთოს ომში, რაც არ მოხდება და შესაბამისად არ უნდა ბევრი ვერსიების და შეთქმულების თეორიების დაშლა. ბუნებრივი ამბავია, რომ მან გამოასწრო რაღაცას უკრაინიდან. თორემ 8 წელი „გვპირდებოდა ჩამოსვლას“ თუ მის გარეშე და ერთხელ არ ჩამოსულა. საპარლამენტო არჩევნები გაცილებით მნიშვნელოვანი არჩევნები იყო? რატომ ვერ გაბედა მაშინ ჩამოსვლა და რატომ მაინც და მაინც ახლა, ამ მოვლენების წინ. საზოგადოებამ გადაწყვიტოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.