არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რატომ არის უკრაინა ასე უკმაყოფილო საქართველოს ხელისუფლებით, - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძეს უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით.
ვაშაძის განცხადებით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის ნაწილში ხელისუფლების ნაბიჯებს მიესალმა, რის შესახებ ისაუბრა კიდეც.
"მე ვიცი, რა გააკეთა ხელისუფლებამ და ეს ნათქვამი მაქვს. ამ ნაბიჯებს მივესალმე და ვთქვი, ეს პოზიტიური ნაბიჯები იყო. რას არ აკეთებს ხელისუფლება, ამაზე კონკრეტულად ან ხელისუფლებამ უნდა გვიპასუხოს, ან უკრაინის ადმინისტრაციამ, რადგან არც მე და არც თქვენ არ გვაქვს იმ ხარისხის, რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც გამაგებინებს, რატომ არის ჩვენი მოკავშირე უკრაინა ასე უკმაყოფილო საქართველოს ხელისუფლებით", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით.