25 ნოემბერს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კრწანისის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
აღნიშნულის მიზეზი მაღალი ძაბვის გამანაწილებელ ქვესადგურში "ნავთლუღი 220" საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ წარმოებულ სარემონტო სამუშაოა.
"თელასის" ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება ზემო და ქვემო ფონიჭალის, გეოლოგების დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ჟორდანიას, მარნეულის, ღოღობერიძისა და სურგულაძის ქუჩების მცხოვრებლებს. ელექტრომომარაგება აგრეთვე შეეზღუდება ელექტროშემდუღებელ და ასფალტის ქარხნებს. სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ გათიშულ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.