გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ცნობით, უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა მიაღწია.
კომისარიატის მონაცემებით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინა 4 019 287 ადამიანმა დატოვა.
ყველაზე მეტმა, 2.3 მილიონმა ადამიანმა პოლონეთს შეაფარა თავი. პოლონეთის ლტოლვილთა თავშესაფრებში მომუშავე პირების ცნობით, ლტოლვილთა ნაკადი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შენელდა.
ამასთან, უკრაინის ტერიტორიაზე დაახლოებით 6.5 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლი.