შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის განცხადებით, მას არ უნახავს ნიშნები, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები "ეფეტური გზით წინ მიიწევს", ვინაიდან აშშ-ს არ უნახავს რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების მიმართ "სერიოზულობის ნიშნები". იტყობინება CNN.
"ერთია, რას ამბობს რუსეთი და მეორე საკითხია, რას აკეთებს რუსეთი. ჩვენ ამ უკანასკნელზე ვართ ორიენტირებული", - თქვა ბლინკენმა მაროკოს საგარეო საქმეთა მინისტრ ნასერ ბურიტასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ბლინკენის თქმით, რუსეთის განცხადება, რომ შეამცირებს საბრძოლო მოქმედებების აქტივობას კიევის მიმართულებით, შესაძლოა იყოს "საშუალება, რომლითაც რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს მოატყუოს ადამიანები, რათა მათ აფიქრებინოს, რომ ის არ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს".
"თუ მათ როგორღაც სჯერათ, რომ "მხოლოდ" უკრაინის აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილის დამორჩილების მცდელობამ შეიძლება წარმატებას მიაღწიოს, მაშინ ისინი კიდევ ერთხელ იტყუებენ საკუთარ თავს", - აღნიშნა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, "დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია, უკან დახიოს თავისი ძალები და რა თქმა უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში".
დაახლოებით ანალოგიური განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისი თქმით, ლონდონი რუსეთს განსჯის არა სიტყვებით, არამედ მისი ქმედებებით.