რუსეთი აცხადებს, რომ შეამცირებს სამხედრო აქტივობას კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "ტას"-ი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ფომინზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფომინის განცხადებით, რუსეთი "რადიკალურად შეამცირებს" სამხედრო აქტივობას კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით.
ამ ინფორმაციას წინ უძღოდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გაჰყავთ.
ცოტა ხნით ადრე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ძირითადი ამოცანა შესრულებულია.
მისი თქმით, რუსეთს ეს საშუალებას მისცემს ძალისხმევა მთავარი მიზნისკენ - დონბასის გათავისუფლებისაკენ მიმართოს.