აგრესორი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ძირითადი ამოცანა შესრულებულია.
მისი თქმით, რუსეთს ეს საშუალებას მისცემს ძალისხმევა მთავარი მიზნისკენ - დონბასის გათავისუფლებისაკენ მიმართოს.
"უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპის ამოცანა შესრულებულია. არსებითად შემცირებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პოტენციალი, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მთავარი ყურადღება და ძალისხმევა მივმართოთ მთავარი მიზნის - დონბასის გათავისუფლებისაკენ", - განაცხადა ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა.