რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ნატო-ქვეყნების მიერ საბრძოლო თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე რუსეთი შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
„თვალს ვადევნებთ ნატო-ს ცალკეული ქვეყნების ლიდერების განცხადებებს, უკრაინისთვის თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ. მათი რეალიზაციის შემთხვევაში ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ“, - განაცხადა ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, დასავლეთის ქვეყნები მუშაობენ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდების საკითხზე.
თუმცა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დამატებითი დახმარება არ მოიცავს ტანკებსა და თვითმფრინავებს, რასაც უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ითხოვს.
გასულ კვირას ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ნატოს ქვეყნების ლიდერებს მათ შეიარაღებაში არსებული თავითმფრინავების ერთი პროცენტის გადაცემა სთხოვა. "თქვენ გაქვთ ათასობით მოიერიშე, მაგრამ ჩვენ ერთიც კი არ მოგვეცით", - თქვა ზელენკსიმ.
მანამდე, აშშ-ის ოფიციალური პირები უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რადგან მათი თქმით, რუსეთს, შესაძალოა, ეს ესკალაციისკენ დადაგმულ ნაბიჯად შეეფასებინა.