რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს ესწრება. იტყობინება კრემლის კონტროლს დაქვემდებარებული სააგენტო "რია.
აბრამოვიჩი, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების დაწყებამდე, დოლმაბაჰჩეს სასახლეში თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს ესაუბრა.
საუბრის დროს მათთან ერთად თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც იმყოფებოდა.
28 მარტს გამოცემა Wall Street Journal-ი იტყობინებოდა, რომ მარტის დასაწყისში აბრამოვიჩსა და უკრაინის სამშვიდობო დელეგაციის წევრებს მოწამვლის სიმპტომები გამოუვლინდათ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო.