25 ნოემბერი "ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ლიკვიდაციისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღეა". ამ დღეს, საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურულ კაფე ქარავანში" ახალი წიგნის "სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის" პრეზენტაცია 24 ნოემბერს გაიმართა.
წიგნი, რომელიც უფასოდ გავრცელდება, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.
"სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის" პირველ ქართულენოვან მასშტაბურ სახელმძღვანელოს წარმოადგენს ქალთა უფლებების თემაზე. გამოცემა ორენოვანია და მისი გაცნობა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისთვის რუსულენოვანი თარგმანის მეშვეობითაა ხელმისაწვდომი. გამოცემის მიზანია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის თემაზე და მას თან ერთვის ელექტრონული სახელმძღვანელო გენდერული ძალადობისგან დაცვისთვის აუცილებელი სხვადასხვა პრაქტიკული მაგალითებით, საჩივრის ფორმებით, და ა.შ.
გამოცემის პრეზენტაციას დაესწრებიან იურისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებიდან.