ქალაქის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, მარიუპოლში 5000-მდე ადამიანი დაიღუპა.
ცოტა ხნის წინ, მარიუპოლის მერის სპიკერმა ახლახან გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დაღუპულთა რაოდენობამ 5000-ს მიაღწია, ქალაქში შენობების 90% დაზიანდა და 40% განადგურდა.
უკრაინის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის მიღმაა. 23 მარტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტყობინებოდა, რომ "მარიუპოლში არაადამიანურ პირობებში, სრულ ბლოკადაში 100 000 ადამიანი იმყოფება".
შესაძლოა, დაღუპულთა რეალური რაოდენობა მეტი იყოს, რადგან ინტენსიური დაბოომბვების გამო, ვერ ხერხდება ზუსტი მონაცემების დადგენა.
მარიუპოლი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ალყაში იმყოფება. ოკუპანტები ქალაქს ინტენსიურად ბომბავენ. ქალაქში დანგრეულია მთელი ინფრასტრუქტურა. მოსახლეობას არ აქვს წყალი, საკვები, მედიკამენტები.
სამხედრო ექსპერტების ინფორმაციით, რუსეთისთვის მარიუპოლის ხელში ჩაგდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ცდილობს შექმნას სახმელეთო დერეფანი ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებს შორის, რომლებსაც აკონტროლებენ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები.