რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, მუშავდება პრეზიდენტ პუტინის ბრძანებულების პროექტი "არამეგობრული" ქვეყნების წინააღმდეგ სავიზო ღონისძიებების შესახებ.
"ამ აქტით დაწესდება რიგი შეზღუდვები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით", - განაცხადა ლავროვმა.
ლაროვის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის რუსეთში შესვლის პროცედურები გამარტივდება.
ამასთან, ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვი ასევე ყურადღებას გაამახვილებს აშშ-ისა და მისი "სატელიტების" "არამეგობრულ" ქმედებებზე საპასუხო ღონისძიებების კომპლექსის შემუშავებაზე. ეს ქმედებებია "უპირველესად არალეგიტიმური სანქციები, ასევე ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს რუსთის მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებებს", - განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, 7 მარტს რუსეთის მთავრობამ "არამეგობრული ქვეყნების" სია დაამტკიცა.