რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც, კრემლის მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ "არამეგობრულ ქმედებებს" სჩადიან.
არამეგობრული ქვეყნების სიაში შედიან:
ავსტრალია
აშშ
ახალი ზელანდია
დიდი ბრიტანეთი
ევროკავშირის ქვეყნები
იაპონია
ისლანდია
კანადა
ლიხტენშტეინი
მონაკო
ნორვეგია
სამხრეთ კორეა
სან მარინო
სინგაპური
ტაივანი
უკრაინა
მონტენეგრო
შვეიცარია
რუსეთის მთავრობის განკარგულებით, რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომელთაც "არამეგობრული ქვეყნების" კრედიტორების მიმართ უცხოური ვალუტის ვალდებულებები აქვთ, ვალის რუსულ რუბლში გადახდის უფლება მიენიჭებათ.
გარდა ამისა, ამ ჩამონათვალში არსებული ქვეყნების მოქალაქეებსა და კომპანიებთან რუსული კომპანიების ყველა ტრანზაქცია დამტკიცდება უცხოური ინვესტიციების კონტროლის სამთავრობო კომისიის მიერ.
პუტინმა 6 მარტს დაავალა მთავრობას, ორი დღის განმავლობაში მოემზადებინა იმ ქვეყნების სია, რომლებიც რუსეთის მიმართ არამეგობრულ მოქმედებებს ეწევიან.