„ზუსტად იგივე ტრაექტორია აქვს ივანიშვილის რეჟიმს, რაც ჰქონდა იანუკოვიჩს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„კობახიძე არც უარყოფს იმას, რომ როგორც იანუკოვიჩი, ისინიც იყენებდნენ რუსეთის საფრთხეს, იმისთვის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და არ ზრუნავენ ეროვნული ინტერესებისა და ქვეყნის დაცვაზე. ეს არის სწორედ პრობლემა და არა ის, რომელ პოლიტიკურ ფიგურას როგორ შეაფასებს ეს პოლიტიკური ავადმყოფი კობახიძე. სამწუხაროდ ზუსტად იგივე ტრაექტორია აქვს ივანიშვილის რეჟიმს, რაც ჰქონდა იანუკოვიჩს. რამდენად შორს შევა ეს ამბავი, ეს დამოკიდებულია ქართულ საზოგადოებაზე, რომ არ დავუშვათ იმ ზღვრამდე მივიდეს, სადამდეც იანუკოვიჩმა მიიყვანას უკრაინა“, - გიგა ბოკერია