"თავისუფალი აზრის სახლში" იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მარიამ ცაცანაშვილმა პრესკონფერენცია გამართა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა "ქალები საუნივერსიტეტო განათლებისთვის" და "საუნივერსიტეტო დარბაზმა", პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინეს.
მარიამ ცაცანაშვილმა უნივერსიტეტის მდგრადი განვითარებისთვის თვისობრივად ახალი კონცეფცია წარმოადგინა. კონცეფციის განხილვა სამეცნიერო წრეებში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები.
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 2010 წლის 27 დეკემბერს გაიმართება. რექტორს 15 წევრისგან შემდგარი აკადემიური საბჭო აირჩევს.