ლოს-ანჯელესში ამერიკის კინოაკადემიის პრემიის "ოსკარის" დაჯილდოების 94-ე ცერემონია გაიმართა.
"წლის საუკეთესო მსახიობი ქალის" ნომინაციაში გაიმარჯვა ჯესიკა ჩესტეინმა ფილმში The Eyes of Tammy Faye შესრულებული როლისთვის.
ნიმინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ - ოლივია კოლმანი - The Lost Daughter, პენელოპე კრუსი - Parallel Mothers, ნიკოლ კიდმანი - Being the Ricardos, კრისტენ სტიუარტი - Spencer.
ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო ჯესიკა ჩესტეინმა პირველად მიიღო. მანამდე ის ოსკარზე ორჯერ იყო ნომინირებული, პირველად 2011 წელს, მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის, ხოლო მეორედ 2012 წელს, მთავარი როლის შესრულებისთვის.