ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, რეჟისორმა და აქტივისტმა შონ პენმა განაცხადა, რომ თავის "ოსკარს" "საჯაროდ გადაადნობს", თუ კინოაკადემიის დაჯილდოებაზე უკრაინის პრეზდენტ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცემა.
როგორც CNN-თან საუბრისას შონ პენმა აღნიშნა, ის უაღრესად იმედგაცურებული დარჩება, თუ აკადემია ზელენსკის საუბრის საშუალებას არ მისცემს.
"არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ აკადემიამ საშუალება მისცეს ზელენსკის, ისაუბროს ყველასთან. თუ აკადემია ამას არ დათანხმდა, თუ წამყვანებმა უარი თქვეს უკრაინის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებაზე, რომელიც ჩვენთვის ტყვიებსა და ბომბებს უმკლავდება, მაშინ ვფიქობ, რომ თითოეული მათგანი ამ გადაწყვეტილების მონაწილე იქნება. და ეს იქნება ყველაზე უხამსი მომენტი მთელი ჰოლივუდის ისტორიაში", - თქვა პენმა.
ამავე დროს, შონ პენის თქმით, თუ აკადემია უარს იტყვის ჩართვაზე, მაშინ ის მოუწოდებს ყველას, ვინც მონაწილეობს დაჯილდოებაში, გააპროტესტონ და ბოიკოტი გამოუცხადონ ცერემონიას.
ამასთან, კინოვარსკვლავმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ დარწმუნებულია უკრაინელების გამარჯვებაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ომში.
მანამდე New York Post-ი იტყობინებოდა, რომ ზელენსკი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ამერიკის კინოაკადემიასთან ოსკარების დაჯილდოების ცერემონიაზე ვიდემომიმართვით გამოსვლის თაობაზე. თუმცა, დაჯილდოების თანაწამყვანმა კვირას განაცხადა, რომ მისი მოთხოვნა, ზელენსკი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსულიყო, პროდიუსერებმა უარყვეს.
შონ პენს მიღებული აქვს ოსკარის ორი ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში ფილმებისთვის Mystic River და Milk.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს შონ პენი, რომელიც უკრაინაში წინა დღეს ჩავიდა დოკუმენტური ფილმის გადასაღებად, პირადად შეხვდა ზელენსკის. შეხვერის შემდეგ პენმა განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია ზელენსკის სიმამაცითა და სიმტკიცით. პენი დარწმუნებულია, რომ აუცილებელია უკრაინის პრეზიდენტს მიეცეს ვიდეომიმართვის შესაძლებლობა ღონისძიებისადმი, რომელსაც მსოფლიო კინოხელოვანები ესწრებიან.
რეჟისორი აქტიურად განაგრძობს უკრაინელი ლტოლვილების დახმარებას და დარწმუნებულია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს ამ ბროლაში. მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა მხარი დაუჭიროს ხალხს, რომელიც 21-ე საუკუნეში იძულებულია იბრძოლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.
"ოსკარების" დაჯილდოება 28 მარტს უნდა გაიმართოს.