დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ რუსი ოლიგარქების, ბანკებისა და ბიზნესის წინააღმდეგ სანქციები შეიძლება იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუ რუსეთი დაასრულებს შეჭრას უკრაინაში და სრულად გაიყვანს თავის სამხედროებს.
Sunday Telegraph-თან საუბრისას, ლიზ ტრასმა თქვა, რომ სანქციები შენარჩუნდება, თუ რუსეთის პრეზიდენტი განმეორებით შეტევას განახორციელებს.
მისივე თქმით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისში შეიქმნა "მოლაპარაკებების განყოფილება", რათა წვლილი შეიტანოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
"ეს სანქციები უნდა მოიხსნას მხოლოდ ცეცხლის სრულად შეწყვეტის და უკრაინიდან სამხედროების სრულად გაყვანის შემდეგ. ასევე, ვალდებულების აღების შემდეგ, რომ ხელახალი აგრესია არ განხორციელდება", - თქვა ტრასმა.
"ასევე, უნდა იყოს სანქციების ხელახლა დაწესების შესაძლებლობა, თუ აგრესია გაგრძელდება. ეს არის რეალურად ზემოქმედების ბერკეტი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული", – დასძინა მან.