არიან ადამიანები, რომლებსაც ოპოზიციონერებად მოაქვთ თავი, დგანან და „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას, უწონებენ საგარეო პოლიტიკას, ამბობენ, რომ ძალიან ქმედითი და პროდუქტიული ნაბიჯები იდგმევა ხელისუფლების მხრიდან – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებია გასაგებია, ამაზე კომენტირება ზედმეტია. არ მინდა აქ ტაძრის ეზოში ვიდგე და ვისაუბრო ხელისუფლებაზე. ხელისუფლებას თავი დაანებეთ, არიან ადამიანები, რომლებსაც ოპოზიციონერებად მოაქვთ თავი, დგანან და „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას, უწონებენ საგარეო პოლიტიკას, ამბობენ, რომ ძალიან ქმედითი და პროდუქტიული ნაბიჯები იდგმევა ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლებასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, მაგრამ ოპოზიციის რიგებში როდესაც არიან ვითომ წარმომადგენლები, რომლებიც შლანგით რეცხავენ ხელისუფლებას, დანაშაულებრივი ქმედებების კვალის წაშლა უნდათ, ჩემთვის ეს უფრო საზიანოა, ეს სახელმწიფოებრივად უფრო მძიმე შედეგის მომტანია, რადგან ოპოზიციის ქურქში გახვეული ადამიანები ამას საუბრობენ. რომელიმე პარტიას არა პოლიტიკოსებს ვგულისხმობ.
მიაქცევდით ალბათ ყურადღებას, ეს უფრო საგანგაშოა და სანერვიულოა, ვიდრე ხელისუფლება რას გააკეთებს, რადგან ხელისუფლება რას გააკეთებს, ეს უკვე ვიცით. ერთადერთი გამოსავალია ამ ქვეყნის სამშვიდობოზე გასაყვანად ამ ხელისუფლების ცვლილებაა, რაც გარდაუვლია. ხელისუფლების მხრიდან მოლოდინი, რომ სახელმწიფოებრივ ნაბიჯს გადადგამს ან ღირსეულად მიაგებს პატივს გმირებს, მე პირადად არ მაქვს. ამ ყველაფერს შეგუებული ვარ იმდენად და რამდენადაც ჯერ ეს ხელისუფლება არის მართვის სადავეებთან. ყველაფერი უნდა გავაკეთო მე, თქვენთან ერთად, რომ ეს ხელისუფლება მართვის სადავეებთან არ იყოს, მაგრამ ოპოზიციონერს, რომელსაც ოპოზიციონერს ვეძახით და უფრო მძიმე განცხადებები კეთდება მათი მხრიდან, ვიდრე იგივე ირაკლი კობახიძისა და ღარიბაშვილს მხრიდან, ეს ნამდვილად საგანგაშოა“, – განაცხადა მელიამ.