რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი Telegram-ზე იუწყება, რომ ოსი სამხედროები უკრაინაში გაემგზავრნენ.
"ჩვენი ბიჭები წავიდნენ სამხედრო ვალის მოსახდელად... მათ შესანიშნავად ესმით, რომ მიდიან რუსეთის დასაცავად, მიდიან ოსეთის დასაცავადაც. რადგან თუ შორეულ საზღვრებში ფაშიზმი არ დამარცხდება, ხვალ ის თავს იჩენს ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგაც", - წერს რუსეთის მარიონეტი.
ამავდროულად, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო უკრაინის ქალაქ მელიტოპოლიდან, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება ტანკი, რომელზედაც ე.წ. "სამხრეთ ოსეთის დროშა" ფრიალებს.
მანამდე, ტელეარხი CNN იტყობინებოდა, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უკრაინაში გადაჰყავს.