შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული ჯარები უკრაინაში გადაჰყავს. იტყობინება CNN.
CNN-ი თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ პენტაგონს აქვს ინფორმაცია "საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გარკვეული რაოდენობის გადაადგილების შესახებ".
ამავდროულად, მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ამ დროისთვის უცნობია, თუ რა რაოდენობის სამხედრო გადაადგილდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში.
პენტაგონის წარმომადგენელი დასძენს, რომ სამხედროების გადაყვანა საჰაერო სივრცის გამოყენებით არ ფიქსირდება.
ამასთან, არ არის მითითებული, კონკრეტულად რომელი ოკუპირებული რეგიონიდან ხდება ჯარების გადაადგილება.