კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევსა და კიევის ოლქში დაანონსებული გამკაცრებული კომენდანტის საათი გაუქმდა.
"ახალი ინფორმაცია სამხედრო სარდლობისგან. კიევსა და ოლქში კომენდანტის საათი ხვალ დღის მეორე ნახევარში არ ამოქმედდება. კომენდანტის საათი კი აქამდე მოქმედი სახით შენარჩუნდება - 20:00 საათიდან 07:00 საათამდე. დედაქალაქსა და ოლქში გადაადგილება კვირა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი", - აცხადებს კლიჩკო.
მანამდე გავრცელებული ცნობით, კიევში კომენდანტის საათი დღეს 20:00 საათიდან ამოქმედდებოდა და 28 მარტის დილის 07:00 საათამდე იმოქმედებდა.