კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდება. ამის შესახებ მან "ტელეგრამის" არხზე დაწერა.
როგორც კლიჩკომ განაცხადა, კიევსა და რეგიონში კომენდანტის საათი, სამხედრო სარდლობის გადაწყვეტილებით, კვლავ გამოცხადდება და იმოქმედებს დღეს საღამოს 20:00 საათიდან ორშაბათს - 28 მარტის დილის 7:00 საათამდე.
"კომენდანტის საათის დროს ქალაქში გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე მანქანებს შეუძლიათ. კიევის მოსახლეობას მხოლოდ განგაშის სიგნალის დროს შეეძლება ქუჩაში გასვლა თავშესაფარში მისასვლელად. არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაღაზიები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები“, - განაცხადა კლიჩკომ.
მანამდე, კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში განაცხადეს, 26 მარტის ღამემ კიევში მშვიდად ჩაიარა. ცნობილია, რომ კიევის სვიატოშინსკის რაიონში ელექტროენერგია არ არის, გარეუბნებში ოკუპანტების დაბომბვის გამო ორი ხაზი გათიშულია.