25-26 ნოემბერს "დავასუფთაოთ საქართველო~ კამპანიის ფარგლებში ქალაქ რუსთავში ჩატარდება დასუფთავების (25 ნოემბერი) და გამწვანების (26 ნოემბერი) აქციები. დასუფთავდება და გამწვანდება ქ. რუსთავის საჯარო სკოლების (9 სკოლა) ტერიტორიები.
ქ. რუსთავში კამპანია ტარდება პროექტის "დავასუფთავოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში. რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების კონსორციუმის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების და მდგრადი განვითარების კავშირის "ეკოხედვა~ მიერ.
პროექტი მიმდინარეობს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (შიდა) ფინანსური უზრუნველყოფით და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.