საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკას მიმართავს და უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაბმის შემთხვევაში, მოსალოდნელ შედეგებზე აფრთხილებს.
"ლუკა, შენთვის ცუდი რჩევა არასდროს მომიცია. თუ უკრაინაში ჯარს გააგზავნი, მაქსიმუმ ერთ თვეში ხელისუფლებაში აღარ იქნები და ძალიან ცუდად დაასრულებ. შენც იცი, რომ პუტინს შენი ბედი არ აინტერესებს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.