ფუძნარის ეკლესიის გუმბათის ნახევარი დანგრეულია. ფუძნარი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ეკლესია თიანეთისაკენ მიმავალი გზის პირასაა აღმართული. ფუძნარი გამორჩეულია იმით, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გუმბათიანი ტაძრები იშვიათობას წარმოადგენს.
XIII საუკუნის ძეგლი მთიანეთის ყველაზე ძველი გუმბათოვანი ნაგებობაა. ეკლესიაში არ არის შემორჩენილი ფრესკები. გვხდება ფასადის მდიდრული დეკორი. დასავლეთის ფასადზე სამშენებლო წარწერა იკითხება.
ფუძნარი უმძიმეს მდგომარეობაშია, გუმბათის ნახევარი დანგრეულია. კედლებს კი ერთმანეთთან დაკარგული აქვთ კავშირი. ტაძრის დასავლეთის ფასადი საგრძნობლად გადაზნექილია.
ნესტი იწვევს ქვის კოროზიას და ისტორიული ტაძარი ნელ-ნელა იშლება. უნიკალური ძეგლი საჩქაროდ საჭიროებს რესტავრაციას.