უკრაინაში სპეცოპერაცია გეგემის მიხედვით მიმდინარეობს და დასახული მიზნების მიღწევამდე - ქვეყნის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციამდე გაგრძელდება, - ამის შესახებ აგრესორი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა.
"სპეცოპერაცია დაიწყო უპირველსად იმის გამო, რომ მიზნები, რომელსაც რუსეთის სახეწლმწიფო ისახავდა, არ იყო მიღწეული დიპლომატიური გზით. ამის შესახებ თქვა პრეზიდენტმა როდესაც სპეცოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ოპერაციის მსვლელობას, მისი ჩატარების გეგმას განსაზღვრავს უმაღლესი მთავარსარდალი. ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს", - განაცახდა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელმა "რია ნოვსიტისა" და RT-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, დამატებითი კომენტარები ზედმეტია, ამომწურავი შეფასება პუტინმა უკვე მისცა.
"მაგრამ ცხადია, რომ ოპერაცია იმ მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა დასახა. ეს მიზნები უკრაინის მომავალს ეხება: უკრაინის სტატუსს ნეიტრალური სახელმწიფოს სახით, სახელმწიფოს, რომელიც არ ატარებს ანტირუსულ პოლიტიკას, სახელმწიფოს, რომელიც არ იქნება მილიტარიზებული და სახელმწიფოს, რომელიც ჩვენი ნორმალური მეზობელი გახდება, ამიტომ შედეგების მიღწევამდე - უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციამდე იპერაცია გაგრძელდება ისე, როგორც ეს ქვეყნის პრეზიდენტის მიერ იყო ჩაფიქრებული", - განაცხადა აგრესორმა მედვედევმა.