IPM-ს ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 57% აცხადებს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, დახმარების შესათავაზებლად გაემგზავრებოდა უკრაინის რომელიმე ქალაქში ან ოლქში.
კითხვაზე, რა ტიპის დახმარებისთვის წავიდოდა უკრაინაში, გამოკითხულთა 47.9% პასუხობს, რომ ყველანაირად შეეცდებოდა დახმარებას, რითიც შეძლებდა.
მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვაზე მზაობას ჯამში 34% გამოთქვამს, აქედან 17% სამედიცინო/ფსიქო-სოციალურ, ხოლო 17% სამოქალაქო-მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვას ასახელებს.
სამხედრო დახმარებისთვის გამოკითხულთა 10.6%-ია მზად. ხოლო დევნილებთან და ბავშვებთან დაკავშირებული დახმარებისთვის მზაობას, შესაბამისად, რესპონდენტების 4.4% და 2.1% გამოთქვამს.
ამავე კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობა, 91% აცხადებს, რომ უკრაინაში ყოფნის შემთხვევაში ჩაერთვებოდა რაიმე სახის თავდაცვით, საბრძოლო თუ სოციალურ საქმიანობაში,
კითხვაზე, რა ტიპის საქმიანობაში ჩაერთვებოდით, კვლევის მონაწილეების 46.1% აცხადებს, რომ ყველანაირად შეეცდებოდა დახმარებას რითიც შეძლებდა.
მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვის სურვილს ჯამში 34.2% გამოთქვამს, მათ შორის 17.9% მზადაა ჩაერთოს სამოქალაქო-მოხალისეობრივ აქტვიობაში, ხოლო 16.3% ფსიქო-სოციალურ მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვის მზაობას გმოთქვამს.
სამხედრო დახმარების შესაძლებლობას რესპონდენტების 11.1%, დევნილებისთვის დახმარების სურვილს 5.1% ხოლო ბავშვებისთვის 1.5% ასახელებს.
IPM-მა კვლევა 15-20 მარტის პერიოდში, თბილისსა და რეგიონებში სატელეფონო ინტერვიუ ჩაატარა(CATI). გამოკითხეს 18 წელს ზემოთ ასაკის 1 026 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არის 3.1% - 95%-იანი სანდოობით. ინტერვიუს ხანგრძლივობა 5-7 წუთი.