ხარკოვში რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ჰუმანიტარული დახმარების რიგში მყოფ მშვიდობიანი მოქალაქეებს, დაიღუპა 6 და დაიჭრა 15 ადამიანი. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეჰუბოვი Telegram-ზე ავრცელებს.
„ხარკოვში, რუსებმა შორის მანძილის მოქმედების შეიარაღებიდან ცეცხლი გაუხსნეს ახალი ფოსტის შენობას, რომლის გვერდითაც ხარკოვის მოსახლეობა ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 6 და დაიჭრა 15 მშვიდობიანი მოქალაქე. დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაღუპულთა რაოდენობა კიდევ ზუსტდება“, - წერს სინეჰუბოვი.