გაეროს უშიშროების საბჭომ უარყო რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკრაინაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ.
რეზოლუცია მოუწოდებდა ცეცხლის დროებით შეწყვეტისკენ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. რეზოლუციის პროექტში ასევე აღნიშნული იყო, რომ კონფლიქტის მხარეებს ეკრძალებათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გამოყენება სამხედრო ობიექტების განლაგებისთვის.
მიუხედავად ამისა, რეზოლუციაში არსად იყო ნახსენები უკრაინაში რუსეთის შეჭრა და მისი ქმედებების დაგმობა.
გაეროში აშშ-ის ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, ასეთი რეზოლუციით რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს გამოიყენოს უშიშროების საბჭო "მისი სასტიკი ქმედებების შესანიღბად".
"რუსეთმა თამამად უნდა წარადგინოს რეზოლუცია, რომელიც სთხოვს საერთაშორისო თანამეგობრობას მოაგვაროს ადამიანური კრიზისი, რაც თავად რუსეთმა შექმნა“, - განაცხადა დიპლომატმა.
მისი თქმით, რეზოლუციაში "არ არის ნახსენები რუსეთის როლი, როგორც ამ კრიზისის ერთადერთი მიზეზი. ჩვენ ამ თამაშში მონაწილეობას არ მივიღებთ".
რეზოლუციის პროექტს მხარი მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ და ჩინეთმა დაუჭირეს. გაეროს უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ინდოეთი, ირლანდია, კენია, მექსიკა, ნორვეგია, ალბანეთი, ბრაზილია, გაბონი, განა, არაბთა გაერთიანებული საამიროები) თავი შეიკავა.