უკრაინაში რუსეთის არმიის დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა შესაძლოა 7-დან 15 ათასამდე იყოს, საერთო დანაკარგი დაჭრილების, დაკარგულებისა და ტყვედ ჩავარდნილების ჩათვლით კი, შესაძლოა 40 ათასს აღწევდეს. ამის შესახებ ნატო-ს წარმომადგენელმა ბრიფინგზე "ამერიკის ხმის" ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. იუწყება ВВС
ჟურნალისტის თქმით, ნატო-ს წარმომადგენელი დაეყრდნო უკრაინის ოფიციალურ მონაცემებს, ამიტომ აღნიშნული განცხადება შესაძლოა, დაზუსტებულ ინფორმაციას არ წარმოადგენდეს.
საერთო დანაკარგი, რომელიც მოიცავს დაღუპულებს, დაშავებულებსა და ტყვედ ჩავარდნილებს, ნიშნავს იმას, რომ ისინი ვეღარ შეძლებენ წვლილი შეიტანონ რუსეთის საოუკუპაციო არმიის ძალისხმევაში სამხედრო მიზნების მისაღწევად.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 მარტის მდგომარეობით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 15 6000-მდე სამხედრო დაკარგა.
შედარებისთვის, რუსეთმა ავღანეთში 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 15 000 ჯარისკაცი დაკარგა.