აშშ და ნატო თვლიან, რომ ბელარუსი შეიძლება "მალე" შეუერთდეს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. იტყობინება CNN აშშ-ისა და ნატოს ოფიციალურმა პირებზე დაყრდნობით.
ნატოს სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნის თქმით, სულ უფრო და უფრო სავარაუდო ხდება, რომ "ბელარუსში კონფლიქტში ჩაებმევა".
"პუტინს მხარდაჭერა სჭირდება. ყველაფერი დაეხმარებოდა",- უთხრა წყარომ CNN-ს.
ამავდროულად, CNN-ი ბელარუსის ოპოზიციურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ბელორუსის საბრძოლო ნაწილები მზად არიან უახლოეს დღეებში უკრაინაში შესაჭრელად.
ნატოს სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ალიანსის შეფასებით, ბელარუსის მთავრობა გარემოს ამზადებს უკრაინის წინააღმდეგ ბელარუსის შეტევის გასამართლებლად.
მისივე განცხადებით, ბელორუსის ომში ჩართვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მოსკოვში იქნება მიღებული.
"საუბარი არაა იმაზე, თუ რა სურს ლუკაშენკოს. კითხვაა: სურს პუტინს კიდევ ერთი არასტაბილური ქვეყანა რეგიონში? [ომში] ჩართვა ბელორუსის დესტაბილიზაციას გამოიწვევს", - თქვა მან CNN-თან.
ამასთან, წყაროების მტკიცებით, ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ამჟამად ბელარუსი ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ოფიციალური პირები ვერ აკონკრეტებენ თუ რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ბელარუსმა მონაწილეობა მიიღოს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეფერხებაში.