მე მჯერა, ვიცი, რომ მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ თქვენ უნდა იმოქმედოთ, რომ მშვიდობა დადგეს. იმოქმედეთ, იმოქმედეთ მშვიდობისთვის, - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიას და ევროპის ქვეყნებს მიმართა.
"გერმანელებო, თქვენ გაქვთ ძალა. ევროპას აქვს ძალა, უფრო მეტი ვიდრე ნებისმიერ ტანკსა და რაკეტას. თქვენთან ვაჭრობის გარეშე, თქვენი კომპანიებისა და ბანკების გარეშე, რუსეთს ომისთვის ფული არ ექნება. დადგეს მშვიდობა, რაც შეიძლება მალე. თქვენ ეს შეგიძლიათ. თქვენ უნდა დაიცვა თავი. გთხოვთ, არ დააფინანსოთ რუსეთის ომის მანქანა. არც ერთი ევრო ოკუპანტებისთვის! დახურეთ ყველა თქვენი პორტი, ნუ გადაზიდავთ საქონელს, უარი თქვით რუსეთის ენერგორესურსებზე. ზეწოლა მოახდინეთ რუსეთზე, რომ დატოვოს უკრაინა. მე მჯერა, ვიცი, რომ მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ თქვენ უნდა იმოქმედოთ, რომ მშვიდობა დადგეს. იმოქმედეთ, იმოქმედეთ მშვიდობისთვის“, - თქვა ზელენსკიმ.