რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მას შემდეგ რაც კიევის აღება ვერ შეძლო ტაქტიკა შეცვალა და გადადის სტრატეგიაზე "დაიცვას ძირითადი ტერიტორიული სამიზნეები", მოძებნოს შესაბამისი ბერკეტები და უკრაინა დაითანხმოს უბლოკო სტატუსზე. ამის შესახებ Wall Street Journal აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტიანმა თავდაცვამ პუტინი აიძულა თავის ტაქტიკაში კორექტირება შეეტანა.
ახლა რუსეთის პრეზიდენტს სურს კიევი აიძულს მიიღოს რუსეთის ფედერაციის პრეტენზიები სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიებზე, ამგვარად, რუსეთს სურს შექმნას "სახმელეთო დერეფანი" ქვეყნის დასავლეთსა და 2014 წელს ანექსირებულ ყირიმს შორის, ასევე გააფართოვოს დონბასზე კონტროლი.
ამასთან, პუტინი გააგრძელებს სამხედრო ზეწოლას, ქალაქების დაბომბვას იმ იმედით, რომ ეს ზელენსკის აიძულებს უარი თქვას ნატო-ზე და დათანხმდეს ნეიტრალურ სტატუსსა და კრემლის სხვა მოთხოვნებს.
თუ პუტინის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აშშ-ის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ რუსეთი შეეცდება შეინარჩუნოს ყველა დაკავებული ტერიტორია და გააგრძელოს ესკალაცია.
აშშ-ი ფიქრობენ, რომ პუტინი უკრაინის ასეთი მტკიცე წინააღმდეგობის ფონზე კიევის აღებას ვერ შეძლებს, თუ საკმარისი ჯარის ნაწილების მობილიზებას ვერ მოახდენს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინის სტრატეგიის ინტერპრეტაცია არ წარმოადგენს დაზვერვის ოფიციალურ შეფასებას და ის მხოლოდ ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის მოსაზრებაა, რომლებსაც წვდომა აქვთ საიდუმლო ინფორმაციებზე.