კიევის პოდოლსკის რაიონში აფეთქებების შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 4 ადამიანის დაღუპვის შესახებ.
აფეთქებები საცხოვრებელ სახლებთან და სავაჭრო ცენტრთან ისმოდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ღამით, პოდოლსკის რაიონი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს. ცეცხლი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრის მე-3 და მე-4 სართულებს. ავტოსადგომზე დაიწვა მანქანები.
ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია 11 ერთეული სახანძრო ტექნიკა და 60-ზე მეტი მეხანძრე.