რუსეთი უკრაინაში საომრად ლიბიელი მებრძოლების გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია Facebook-ზე გამოქვეყნებული უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციაში.
"არსებული ინფორმაციით, მოსკოვში ლიბიის არმიის მეთაურის ხალიფ ჰაფთარის ვიზიტის დროს, გაფორმდა შეთანხმება უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის ლიბიელი "მოხალისეების" გაგზავნის შესახებ", - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
მისივე ინფორმაციით, მებრძოლების გადასროლა რუსული სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დახმარებით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებით მოხდება.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთი უკრაინაში სირიელი მებრძოლების გაგზავნას გეგმავს.