უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არის კომპორმისები, რომელზეც უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების დროს არ დათანხმდება.
ზელენკის თქმით, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით უკრაინა კომპრომისებზე თანახმა არ იქნება.
"ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით არავითარი კომპრომისი არ იქნება. ამაზე უკვე განაცხადა უკრაინელმა ხალხმა. ის რუს ჯარისკაცებს ყვავილების თაიგულებით არ დახვედრია, უკრაინელები მათ მამაცურად დახვდნენ, იარაღით ხელში", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეუძლებელია რუსეთმა სხვა ქვეყნის ხალხს ძალის გამოყენებით მოსთხოვოს ერთგულება და შეუძლებლია სხვა ქვეყნის პრეზიდენტს ძალის გამოყენებით აიძულოს რაიმეს აღიარება.
ასევე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს ვლადიმირ პუტინს, თუმცა აღნიშნა, რომ თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდება, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება.