კიევში ჭურვის ნამსხვრევები საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩაცვივდა, რის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიმდინარეობს შენობიდან ხალხის გამოყვანის პროცესი. ამ დროისათვის მეხანძრე-მაშველებმა სახოვრებელი სახლიდან 6 ადამიანი გამოიყვანეს, ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ ჭურვი ათსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩაარდა. სახლი დაზიანებულია, ავტომობილბი, რომლებშიც ეზოში იდგა, დაიწვა.