ქალაქ ენერგოდარის მერის, დმიტრი ორლოვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქსი ვიცე-მერი, ივან სამოიდუკი გაიტაცეს.
"მერის პირველი მოადგილე ივან სამოიდიუკი გაიტაცეს! ჩვენ არ ვიცით რა მდგომარეობაშია ის! გუშინდელი დღის შემდეგ არ მქონია კონტაქტი. დღეს კი მივიღეთ დადასტურებული ინფორმაცია, რომ გაიტაცეს!
ოკუპანტებმა ასევე დაიწყეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა ენერგოდარის მოსახლეობაზე, რომლებიც აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევიან. ისინი აგრძელებენ იმ ხალხის ძიებას, რომელთა პრინციპულ პოზიციას საფრთხედ თვლიან", - წერს ორლოვი ფეისბუქში..
ენერგოდარის მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, არ უპასუხონ ტელეფონზე უცხო ნომრებს და არ დაასახელონ საუბრისას, თუ სად იმყოფებიან იმ მომენტისთვის.