უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების 14 700 სამხედრო გაანადგურა.
“24 თებერვლიდან 20 მარტამდე მონაცემებით, მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 14 700-ს შეადგენს.
გარდა ამისა, მტერმა დაკარგა:
ტანკი - 476 ერთეული;
საბრძოლო ჯავშანმანქანა - 1 487 ერთეული;
საარტილერიო სისტემა - 230 ერთეული;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 74 ერთეული;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 44 ერთეული;
თვითმფრინავი - 96 ერთეული;
ვერტმფრენი - 118;
საავტომობილო ტექნიკა - 947 ერთეული;
გემი/კატერი - 3 ერთეული;
საწვავმზიდი - 60;
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 21;
სპეციალური ტექნიკა - 12“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, გენშტაბის ინფორმაციით, მონაცემები ზუსტდება, რადგან ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად სტატისტიკის წარმოება გართულებულია.