გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხდა, რომ უკრაინაში ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიშილისა და სასურსათო კრიზისის საფრთხის წინაშე დგას. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
მისივე თქმით, უკრაინაში ომმა პროდუქციის მიწოდების პროცესი უკვე დაარღვია.
"უკრაინაში ომმა უკვე დაარღვია მიწოდების ჯაჭვი და გამოიწვია საწვავზე, კვების პროდუქტებსა და ტრანსპორტზე ფასების სწრაფი ზრდა. ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შიმშილის ქარიშხალი და გლობალური სასურსათო სისტემის კრახი", - განაცხადა გუტერეშმა.