უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 24 დღის განმავლობაში ოკუპანტებმა 112 ბავშვი მოკლეს. დაჭრილია 140-ზე მეტი. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ყველაზე მეტი დაშავებული ბავშვია კიევის, ხარკოვის, დონეცკის, ჩენიჰოვის, ნიკოლაევის, ჟიტომირის, სუმისა და ხერსონის ოლქებში.
ინტენსიური დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 489 სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 69 სრულად დანგრეულია.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან ინტენსიური ცეცხლის გამო ცხელი წერტილებისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დათვალიერება ვერ ხერხდება.
ფოტო: AP/Evgeniy Maloletka