უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპამ რუსეთისთვის უნდა დაბლოკოს პორტები და რუსული კომერციული გემები სამხედრო ხომალდის კვალს გაუყენოს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სხვადასხვა ქვეყნას, რომლებიც გამოდიან ინიციატივით რუსეთისთვის შეზღუდვების შემოღების შესახებ.
"მადლობას ვუხდი შვედეთის პორტის პროფკავშირს, რომელიც არ აპირებს მოემსახუროს რუსეთთან დაკავშირებულ ხომალდებს. ეს სწორია. ეს კარგი მაგალითია, რომელსაც უნდა მიბაძონ სხვა საზოგადოებრივმა სტრუქტურებმა, პროფკავშირებმა და ბიზნეს-ასოციაციებმა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, თუ ახლა არ გააჩერებენ პუტინს და არ დასჯიან მას, მსოფლიოს სხვა აგრესორებიც დაიწყებენ სხვებთან ომს.
"ახლა მოქმედებაა საჭირო, რათა ყველა სხვა პოტენციურმა აგრესორმა დაინახოს, რომ ომი მხოლოდ ზარალია და სარგებელი არ მოაქვს. ამიტომ საჭიროა რომ ყველა ევროპელმა დაბლოკოს პორტები რუსული ხომალდებისთვის, რათა ყველა რუსული კომერციული ხომალდი გაყვეს რუსულ სამხედრო გემს. საჭიროა, რომ ყველა დასავლურმა კომპანიამ დატოვოს რუსული ბაზარი და იაფასიანი პიარით არ დამალოს მოგების წყურვილი სისხლისა და ომის დანაშაულების მიუხედავად, როგორც იქცევა მაგალითად Nestle", - აღნიშნა ზელენსკიმ.