რუსეთის სომხეთის რუსული ბაზიდან ცალკეული ნაწილების გადაყვანას უკრაინის წინააღმდეგ ომში, - ამის შესახებ იტყობინება "უნიანი" უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
"საომარ მოქმედებებში მონაწილე ცალკეული ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენის მცდელობების გაგრძელებით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხელმძღვანელობა გეგმავს უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყანოს რამდენიმე ქვედანაყოფი სომხეთის 102-ე რუსული სამხედრო ბაზიდან", - ნათქვამია ანგარიშში.