ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ "უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მსგავსი კონფლიქტები და კონფრონტაციები არავის ინტერესებს ემსახურება". ამის შესახებ Reuters-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
"უკრაინის კრიზისი ეს ის არის, რისი ნახვაც არ გვსურს", - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა ბაიდენთან ონლაინ შეხვედრისას. ამასთან, აღნიშნა, რომ ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა ორმხრივი ურთიერთობები სწორი მიმართულებით უნდა გააგრძელონ.
ძინპინის თქმით, პეკინმა და ვაშინგტონმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მიმართომ ძალისხმევა მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად.
მანამდე ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთი გააფრთხილა, რომ პეკინი გამანადგურებელი შედეგების წინაშე აღმოჩნდება, თუ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში მატერიალურ მხარდაჭერას გაუწევს.
მედიის ინფორმაციით, აშშ-მა თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთმა მიანიშნა, რომ მზად არის მოსკოვს სამხედრო ტექნიკა მიაწოდოს, რომელიც მას რუსეთმა სთხოვა.
მოსკოვმა უარყო ჩინეთისადმი სამხედრო დახმარების თხოვნა, ჩინეთის საგარეო საქმეთ სამინისტრომ კი აღნიშნულს "დეზინფორმაცია" უწოდა.