რუს და ბელარუს დიპლომატებს ევროპარლამენტის შენობაში შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"დღეიდან რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატიურ და სამთავრობო პერსონალს ეკრძალება ევროპარლამენტის შენობაში შესვლა. დემოკრატიის სახლში არ არის ადგილი მათთვის, ვინც დემოკრატიული წესრიგის დანგრევას ცდილობს", - წერს მეცოლა.