აგრესორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის სხვა ქვეყნების მიერ საჰაერო თვდაცვის სისტემების С-300-ის გადაცემა უკანონოა და მოსკოვი საბჭოთა და რუსული წარმოების სისტემების უკრაინისთვის მიწოდებას არ დაუშვებს. აღნიშნულის შესახებ ლავროვმა RT-თან ინტერვიუში განაცხადა.
"რუსი სამხედროები უკრაინისთვის იარაღის ნებისმიერ გადაზიდვას სამიზნედ აღიქვამენ, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შევა უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც მიგვაჩნია იარაღის გადამზიდად, გახდება ლეგიტიმური სამიზნე, ეს სრულიად გასაგებია, რუსეთი არ დაუშვებს უკრაინისთვის С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას, ეს სერიოზული პრობლემაა და გარწმუნებთ, ამ რისკების მატერიალიზაციას არ დავუშვებთ", - განაცხადა აგრესორმა ლავროვმა.
როგორც ცნობილია, სლოვაკეთმა წინასწარი თანხმობა განაცხადა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების С-300-ის მიწოდებასთან დაკავშირებით.