კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბოლო დროინდელი გამონათქვამები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის "პირადი შეურაცხყოფაა".
"მოსკოვი ისმენს და ხედავს პრეზიდენტ ბაიდენის უკვე ყოველდღიურ განცხადებებს, რომელიც ფაქტობრივად, პუტინის პირადი შეურაცხყოფაა", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
პესკომა დასძინა, რომ მოსკოვს არ სურს მკაცრი რეაგირება გამონათქვამებზე, რომლებიც ბაიდენის "გაღიზიანებით, გადაღლილობისა და გულმავიწყობით" არის გამოწვეული.
"პრეზიდენტ ბაიდენის გაღიზიანების, გადაღლილობისა და გულმავიწყობის გათვალისწინებით, რაც იწვევს ასეთ აგრესიულ განცხადებებს, ჩვენ არ გავაკეთებთ მკვეთრ შეფასებებს, რათა მეტი აგრესია არ გამოვიწვიოთ", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, გუშინ ჯო ბაიდენმა პუტინი როგორც "სისხლიანი დიქტატორი" და "წმინდა წყლის ავაზაკი" მოიხსენია. მანამდე, ბაიდენმა პუტინს ომის დამნაშავე უწოდა.
პესკოვმა ბაიდენის განცხადებას ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, "აბსოლუტურად მიუღებელი და მიუტევებელი უწოდა".