საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში წინასაარჩევნო ღონისძიების დროს განაცხადა, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს მაღალი ინტენსივობის ომისთვის, რომელიც შესაძლოა, ევროპის კონტინენტზე დაბრუნდეს. იტყობინება Liberation.
მაკრონმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ საფრანგეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2025 წლისთვის 50 მლრდ ევრო იქნება, მაშინ როდესაც დღეისათვის ის 40 მლრდ ევროზე ოდნავ მეტია.
მისი თქმით, ახალი კონლიქტების ფონზე საფრანგეთს მართებს უფრო მოქნილი იყოს კოსმოსსა და კიბერსივრცეში. ამასთან, მისი თქმით, სურს მოწინავე ტექნოლოგიებში ინვესტიციების გაზრდა. "რათა მზად ვიყოთ მაღალი ინტენსივობის ომისთვის, რომელიც შესაძლოა ჩვენ კონტინენტზე დაბრუნდეს", - თქვა მაკრონმა.
ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ გაორმაგდება რეზერვისტების რაოდენობა შეიარაღებულ ძალებში.
მაკრონმა განაცხდა, რომ ყველაფერს გააკეთებს უკრაინაში ომის დასასრულებლად და გააგრძელებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დარწმუნებას. მისი თქმით, უახლოეს ხანებში გეგმავს პუტინთან დარეკვას და ამ საკითხზე კიდევ ერთხელ დალაპარაკებას.