სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებლური ეკლესია მზადაა იუნესკოს წარმომადგენლებს აჩვენოს თუ როგორ მიდის აფხაზეთში ქრისტიანული კულტურის არქიტექტურული ნიმუშების აღდგენა. ეს განცხადება აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. ეპარქიის წარმომადგენელმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს იუნესკოს წინ აღუდგეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული განადგურების პროცესს.
სეპარატისტები აცხადებენ, რომ დღეს აფხაზეთში ძველი ქრისტიანული ტაძრების აქტიური რესტავრაციისა და ახალი ტაძრების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.
"აფხაზეთში შესაშურად უდგებიან არქიტექტურის ძველ ძეგლებსა და მათ აღდგენას - ეს პროცესი მკაცრად კონტროლდება ეკლესიის, სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან", _ აცხადებს აფხაზეთის ე.წ. ეპარქიის წარმომადგენელი და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ასევე არსებობს ძველი ხუროთმოძღვრების ისეთის ძეგლები რომლებიც ხელშეუხებელნი არიან.